„ველოდები, რომ მალე არჩევნები იქნება და მალე გამოუშვებენ ყველა პატიმარს, რომელიც უკანონოდ არის დაჭერილი“ – ამის შესახებ მსახიობმა და ტელეწამყვანმა დუტა სხირტლაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მსახიობი ამბობს, რომ განსაკუთრებით გულშემატკივრობს აქციაზე დაკავებულ კოლეგა მსახიობებს:
„ველოდები, რომ მალე არჩევნები იქნება და მალე გამოუშვებენ ყველა პატიმარს, რომელიც უკანონოდ არის დაჭერილი… არავითარ შემთხვევაში… განსაკუთრებით ჩემს კოლეგებს ვგულშემატკივრობთ… ველოდებით პრეზიდენტს მაინტერესებს რას იტყვის ქალბატონი სალომე“ – გააცხადა მსახიობმა და ტელეწამყვანმა „მთავარ არხთან“.
დუტა სხირტლაძე აქციიდან"ველოდები, რომ მალე დაინიშნება ახალი არჩევნები და გამოუშვებენ ყველა პატიმარს" | დუტა სხირტლაძე აქციიდან
Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on კვირა, 22 დეკემბერი, 2024