გივი სიხარულიძე ოჯახთან ერთად „პოსტალიონს“ ოჯახთან ერთად ესტუმრა.
გივი სიხარულიძემ გადაცემაში განაცხადა, რომ პოლიტიკურ საქმიანობაში ერთვება და ახალი პარტიის „ენა, მამული სარწმუნოების“ საპატიო თავმჯდომარე იქნება.
„არის ასეთი პარტია „მამული, ენა სარწმუნოება“, რომლის მამამთავარი იყო ერის შვილი გურამ შარაძე. დიდებული ქართველი პიროვნება. დავთანხმდი და გავხდი ამ პარტიის საპატიო თავმჯდომარე. არც კანდიდატობა მინდა, არც დეპუტატობა და არც მანდატი. მინდა, რომ ღმერთის წინაშე წარვდგე და ვუთხრა, მე ჩემი მამულისთვის და სამშობლოსთვის პატარა ქვა დავდე. ვემსახურებით იმას, რომ ფესვებიდან არ მოწყდეს ჩემი საქართველო. პარტიის პრეზიდენტი ძალიან წესიერი კაცი, ზაურ ხაჩიძეა“, – განაცხადა გიი სიხარულიძემ.
ბექა სიხარულიძემ ისაუბრა, როგორი მამაა გივი სიხარულიძე.
„გივი სიხარულიძე უცნაური მამაა. მამაჩემს აქვს ის თვისებები, რომელიც ბევრმა ადამიანმა არ იცის. ეგ თვისებები ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ყოველთვის მასწავლიდა, სიკეთე გააკეთე, გიყვარდეს ადამიანი, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მე და ჩემი მეუღლე ვცდილობთ ეს გადავიტანოთ ჩვენს შვილებზე“, – აცხადებს ბექა სიხარულიძე.