ბათუმში უხვი ნალექი მოვიდა. ჟურნალისტი თორნიკე კვერენჩხილაძე, რომელიც ბათუმში იმყოფება სოციალურ ქსელში ვიდეოს აზიარებს, სადაც ჩანს რა მდგომარეობაა ქალაქის ქუჩებში.
„ვენეციაა“. – ამბობს ჟურნალისტი.
შეგახსენებთ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ამინდის გაუარესების გამო მოქალაქეები გააფრთხილა, განსაკუთრებით ზღვისპირა რეგიონებში და სიფრთხილისკენ მოუწოდა.