LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ვენეციის კინოფესტივალზე დეა კულუმბეგაშვილის ფილმი „აპრილი“ სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა

271
2024-09-07_23-08-45_410283

ვე­ნე­ცი­ის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რის, დეა კუ­ლუმ­ბე­გაშ­ვი­ლის ახა­ლი ფილ­მის, „აპ­რი­ლის” პრე­მი­ე­რა გა­ი­მარ­თა.

ფილმს კინოფესტივალზე სპეციალური პრიზი გადაეცა.

დეას გარ­და არი­ან ისე­თი ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სო­რე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა პედ­რო ალ­მო­დო­ვა­რი, ლუკა გუ­ა­და­ნი­ნო და სხვე­ბი.

რაც შეეხება ფილმის სინოფსისს, სიუჟეტი ნინას ირგვლივ ვითარდება , რომელიც საქართველოს პროვინციულ ქალაქში მდებარე ერთადერთი საავადმყოფოს ექიმ-გინეკოლოგია. ერთხელაც მისი მორიგეობისას ახალშობილი იღუპება.

ახლახან ფილმს არაერთი გავლენიანი გამოცემა ვრცელი რეცენზიებით გამოეხმაურა. კინოკრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კულუმბეგაშვილი კარგად აჩვენებს მაყურებელს, თუ რას ნიშნავს იყო ქალი. ის აბორტთან დაკავშირებულ სტიგმებს და პრობლემებსაც ეხება.

გამოცემა IndieWire წერს, რომ დეა კულუმბეგაშვილი ახალი ფილმით გვაჩვენებს თავის ოსტატობას – იყოს მსოფლიოში გამორჩეული რეჟისორი, რომელსაც შეუძლია, მაყურებელში მძაფრი ემოციები აღძრას.

ვენეციის პრემიერის შემდეგ „აპრილი” აქტიურ საფესტივალო ცხოვრებას გააგრძელებს და ნიუ იორკში, ტორონტოს კინოფესტივალზე იქნება წარმოდგენილი.

ფოტო: ქართველმა კინოვარსკვლავებმა კახა კინწურაშვილმა, ია სუხიტაშვილმა მერაბ ნინიძემ და სხვებმა ვენეციის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე გაიბრწყინეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები