კანის კინოფესტივალზე TAMO’S SKIN-ის დამფუძნებელი თამო ვაშალომიძე იმყოფება, რომელიც საკუთარ გამომწერებს სოციალური ქსელით ემოციებს უზიარებს.
როგორც თამო ვაშალომიძე აცხადებს, „კანის კინოფესტივალი” საერთოდ სხვა მოვლენაა, შეხვდა ცნობილ ადამიანებს, რომლებთანაც ფოტოები გადაიღო.
„ვერ აღგიწერთ რა ემოცია მაქვს ახლა. კანის კინოფესტივალ სულ სხვაა. ძალიან მნიშვნელოვანი ფილმის პრემიერა იყო, თუმცა დადების უფლება არ მაქვს.
საოცარი ხალხი გავიცანი, ცნობილ ადამიანებს შევხვდი. ცნობილი ადამიანები რომ დავინახე, რომლებთანაც ფოტოები გადავიღე, გავშეშდი, გავქვავდი“, – ამბობს თამო „ინსტაგრამზე“ გავრცელებულ ვიდეოში.