ჩვენი ხსნა ევროპულ არჩევანშია, – აღნიშნულის შესახებ ნინო სუხიშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფო ვალდებულია სიტუაციის მოგვარებაზე იზრუნოს.
„ყველას ხომ ერთი გვინდა. ვერ დავიჯერებ რომელიმე ქართველს არ უნდოდეს თავისი ქვეყნის კარგად ყოფნა და ნათელი მომავალი. ომი და არეულობა არავის არ უნდა. არ მგონია ვინმეს უნდოდეს ამ ქვეყნის რუსეთის გუბერნიად ქცევა. ახალგაზრდობა სწორედ ამას ებრძვის. ჩვენი ხსნა ევროპულ არჩევანშია.
საუკუნეების მანძილზე ითვლება, რომ საქართველო ევროპაა. როდესაც ხელისუფლება ასეთ განცხადებას აკეთებს უკვე გაუგებარია, საით მიექანება ეს ქვეყანა. ამ ყველაფერზე ისევ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს და სიტუაცია დასტაბილურდეს“, – ამბობს ნინო სუხიშვილი.