LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ვერტმფრენი პირდაპირ Skoda Kodiaq–ის სახურავზე დაჯდა

48
skodanews

კომპანია Skoda–მ გამოაქვეყნა ვიდეორგოლი, რომელიც ვერტმფრენთა გამოფენას Robinson Helicopter Session 2021–ს ეძღვნება. ღონისძიების მთავარი გმირი გახდა განახლებული კროსოვერი Kodiaq, რომლის სახურავზეც სპეციალისტებმა ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი მოაწყეს.

ვიდეო Top Gear–ის ერთ–ერთ ეპიზოდს ეხმიანება. 2011 წელს გზაზე მოძრავი Skoda Yeti–ს სახურავზე ორადგილიანი ვერტმფრენი დაეშვა. ამ დროს ჩეხური კროსოვერის საჭესთან ჯერემი კლარკსონი იყო მოკალათებული. 10 წლის შემდეგ ავტომწარმოებელმა ტრიუკის გამეორება გადაწყვიტა და ვერტმფრენის მოედნად განახლებული Kodiaq გადააქცია.

ბრენდის ინჟინერთა განცხადებით, განახლებულ მოდელს 500 კილოგრამიანი robinson R22–ის გაძლება უპრობლემოდ შეეძლო, თუმცა მათ მეტი სიფრთხილე გამოიჩინეს და ავტომობილზე 100 კილოგრამიანი პლატფორმა დაამონტაჟეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g