LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ვიცი, რომ ყველანი ელოდებით, რას ჩავიცვამ, რას ვიზამ პაპარაცებთან, მაგრამ მე ცოტათი სხვა გზა ავირჩიე…“ – ვის დაუთმო ნუკი კოშკელიშვილმა პარიზის მოდის კვირეულის წითელ ხალიჩაზე საკუთარი ადგილი

926
e46

ნუკი კოშკელიშვილი პარიზშია, სადაც მოდის კვირეულს ესწრება და საკუთარ ბრენდსაც წარადგენს.

„დღეს ჩვენი Nuki Cosmetics-ის სტენდის გოგოები პარიზის ფეშენ ვიკს იპყრობენ…

მეც უზომოდ მიხარია მათთან ერთად!!

ასეთი გამოცდილებები არა მარტო სილამაზეზეა, ეს არის თავდაჯერებულობის გაძლიერება და ნამდვილი მოტივაცია ყველა ქალისთვის. შრომა ყოველთვის ფასდება…

გახსოვდეთ — ყველა ქალი ვარსკვლავია…

ყოველდღე გვაქვს ჩვენი პატარა წითელი ხალიჩა: სამსახურში, სკოლაში, მშობელთა კრებაზე, პაემანზე, ან მაშინაც კი, როცა სახლში ვალაგებთ.

მინდა, რომ გჯეროდეთ საკუთარი თავის, არ შეგეშინდეთ არაფრის და იცოდეთ, რომ ჩვენ გვჯერა თქვენი.

თქვენი Nuki Cosmetics…“

„ვიცი, რომ ყველანი ელოდებით, რას ჩავიცვამ წითელ ხალიჩაზე, რას ვიზამ პაპარაცებთან, მაგრამ მე ცოტათი სხვა გზა ავირჩიე. კარგად ვიცი, რას ნიშნავს კამერების წინ დგომა და რამდენად გვმატებს თავდაჯერებას განსაკუთრებით ქალებს, ამიტომ ეს ადგილი დავუთმე მათ, ვინც ყველაზე მეტად იმსახურებს, ნამდვილი ვარსკვლავები, „ნუკი კოსმეტიკსის“ სტენდის გოგოები, ისინი, ვინც გხვდებიან ყველა მოლში, საქართველოში. ისინი უკვე პარიზში არიან და ემზადებიან ამისთვის. ყველაფერი ყოველთვის გამოგივათ და იცოდეთ, რომ „ნუკი კოსმეტიკსი“ ყოველთვის თქვენთან არის“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g