ქართველი დიზაინერი, ბრენდ JESUS STAR-ის დამფუძნებელი, კრეატიული და არტდირექტორი, ლაშაო გაბუნია და მისი რჩეული, მომხიბვლელი თეონა მეტრეველი დაქორწინდნენ.
მათ ჯვარი მამა შალვა კეკელიამ დაწერა: „ჩვენი საყვარელი მამა შალვა. მადლობა“, წერს თეონა და ჯვრისწერის ფოტოებს გვიზიარებს.


ჯვრისწერის შემდეგ, საღამოს რესტორანში წვეულება გაიმართა, რომელსაც სხვადასხვა ცნობილი სახე ესწრებოდა.

სიძემ პატარძალს სიმღერა მიუძღვნა.
სცენა დაიკავეს გიორგი თორაძემ და ნათია დუმბაძემ, რომლებმაც თავიანთი ჰიტები შეასრულეს.
აღსანიშნავია, სიძისა და პატარძლის ორიგინალური ჩაცმულობებიც. ლაშაომ პიჯაკზე თავისი რჩეულის სახელი დაიწერა.

წყვილი დიდი ხანია, ერთად არის და თავიანთი ურთიერთობის გაოფიციალურება ახლახან გადაწყვიტეს.

