ბიზნესმენმა გელა ბარკალაიამ რძალს, მოდელ სალომე სალაყაიას, 8 მარტი ორიგინალური და სიმბოლური საჩუქრით მიულოცა.
როგორც გელა ბარკალაიას მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, ბიზნესმენმა გადაწყვიტა რძლისთვის ისეთი ნივთი ეჩუქებინა, რომელიც ოჯახის ისტორიას მუდმივად შემორჩება.
ეს საჩუქარი სალომე სალაყაიას მასშტაბური პორტრეტია, რომელიც გელა ბარკალაიას თქმით, მხატვარმა გიორგი გიორგობიანმა შეასრულა.
ბიზნესმენი რძლისადმი მიმართვაში ხაზს უსვამს წყვილის გამორჩეულ სიყვარულს:
„შენ და მათეს იმდენად გიყვართ ერთმანეთი, მე თქვენით ვცხოვრობ. ვიფიქრეთ, რა უნდა გაგვეკეთებინა ისეთი, რაც არ გაქვთ… მინდოდა, ისეთი საჩუქარი ყოფილიყო, რომელიც სალომესა და მათეს ისტორიას დარჩებოდა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მხატვარ გიორგი გიორგობიანს, იმდენად მაგარი ნახატია, ზუსტად როიალის ადგილზე ჩამოვკიდებთ,“ – აღნიშნავს გელა ბარკალაია.
