LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ვინ არის და რას ამბობს ინტერნეტში ვირუსულად გავრცელებული ვიდეოს მთავარი გმირი გოგონა, რომელსაც მატარებელი ეჯახება – „როდესაც ხმა გავიგე და გავხედე არ ჩანდა – უცებ, წამში ვიხედები და მივხვდი რომ გამარტყამდა… უკან ვიხევ და ვერ ვასწრებ“

1220
ნინი ლომიძე, შემთხვევა რკინიგზაზე

სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, სადაც გოგონას მატარებელი ეჯახება.

ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში გოგონას, რომელსაც მეგობრები ლიანდაგთან ფოტოს უღებენ, ჩქაროსნული მატარებელი გაბმული სიგნალებით უახლოვდება.

კადრში ჩანს, რომ ამის მიუხედავად გოგონა ვერ ასწრებს უკან დახევას და მას მატარებელი მსუბუქად ეჯახება.

სოციალურ ქსელში საზოგადოება დაინტერესდა, თუ ვინ არის და როგორია ფოტომოყვარული გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ვიდეოს მთავარი გმირი ნინი ლომიძეა.

ნინი ლომიძე „მოგზაურთა კლუბში“ დაწერილ სტატუსს თავადვე გამოეხმაურა და დაწერა, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა, რომელსაც გადაურჩა და ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობს:

„გადავრჩი ვისაც გეწყინათ და გატანა და სიკვდილი მისურვეთ აუცილებლად გავითვალისწინებ შემდეგში…

კარგად ვარ და მადლობა ყურადღებისთვის. ვისაც მართლა გულზე მოგხვდათ. ეს იყო უბრალოდ უბედური შემთხვევა. არანაირ ინფორმაციას არ ვფლობდი რომ ის ლიანდაგი ძალაში იყო და მატარებელი მოძრაობდა კვლავ.

როდესაც ხმა გავიგე, გადმოვედი და არ ველოდი ამხელა გაბარიტებიან მატარებელს. თან ჩქაროსნული რომ იყო არ ვიცოდი. როდესაც ხმა გავიგე და გავხედე არ ჩანდა – უცებ, წამში ვიხედები და მივხვდი რომ გამარტყამდა.

უკან ვიხევ და ვერ ვასწრებ. არც მემანქანის ბრალია და არც არავის ვადანაშაულებ. მეც ვერ გავთვალე, რადგან არ მეგონა რომ გვერდებზეც რაღაც ჰქონდა ამ მატარებელს“ – წერს ნინი ლომიძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები