LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ვინ არის გოგონა, რომელმაც ბებია-ბაბუის სოფლის სახლი საკუთარი ხელებით გააცოცხლა: „მინდოდა, მეჩვენებინა ხალხისთვის, რომ ეს სახლი დასანგრევი კი არ იყო, არამედ გამოსაჩენი იყო მისი სილამაზე…“

426
რუსო სულაქველიძე

„შუადღე“ წარმოგვიდგენს რუსო სულაქველიძეს, რომელმაც ბებია-ბაბუის სახლი საკუთარი ხელებით გააცოცხლა.

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ სახლი, სადაც მთელი ცხოვრება გავატარე, ჩემი ხელებით ახალ სიცოცხლეს შეიძენდა. ეს იყო დედაჩემის მშობლების სახლი, დედას დავპირდი, რომ მისი სოფლის სახლისთვის ერთ დღესაც მოვიცლიდი და შევავლებდი ხელს. თავდაპირველად მინდოდა, რომ ნაკლები დანახარჯი მქონოდა, რადგან ფინანსები არ მქონდა დაგროვებული ამ სახლისთვის. ძველი სახლის რესტავრაცია არის განახლება ძველი სტილით. ვფიქრობ, ის ძველი ხის სურნელი ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ახალი ხის მასალა. მინდოდა, მეჩვენებინა ხალხისთვის, რომ ეს სახლი დასანგრევი კი არ იყო, არამედ გამოსაჩენი იყო ის სილამაზე, რაც ჩვენი ძალისხმევით გამოჩნდა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g