კოტე მათითაშვილის პოდკასტში მარინა კახიანი საუბრობს პლასტიკური ქირურგიის შესახებ და ამბობს, რომ მსახიობის გარეგნობა კარიერაზე მოქმედებს, მაგრამ ყოველთვის არა – „ხანდახან ხელიც კი შეიძლება შეუშალოს კარგმა გარეგნობამ ამა თუ იმ როლის მიღებაში“, დასძენს მსახიობი.
მარინა კახიანი:
„გამიკეთებია მეზოთერაპია, ბუსტერი, სხვათა შორის, ადრე ძაფები მქონდა გაკეთებული, მაგრამ დრო გავიდა. დიდი ხანია, არაფერი გამიკეთებია… სპექტაკლის წინ ძალიან განათებულ სარკეებში კარგად ჩანს ყველაფერი, ვამბობ, უი, ეს რა არის, აქ რაღაც მჭირდება-მეთქი, მითქვამს, მაგრამ ვერ გადავწყვიტე. სერიოზული ჩარევა არ მინდა, მაგრამ რაღაცები მინდა. ყველა ქალს უნდა, კარგად გამოიყურებოდეს. მით უმეტეს, მსახიობებს გვინდა ეს. იყო მომენტი, როცა შემომთავაზეს პროცედურები, მაგრამ არ მინდა კატეგორიულად, ზედმეტი არაფერი მომწონს.
ამ ბოლო დროს ვაკვირდები, რომ ადამიანები აუცილებლად საწინააღმდეგოს მტკიცებას ცდილობენ. კომენტარებს რომ ვკითხულობ, ცოტა სასაცილოა – ვინც მიმართავს პლასტიკას, იმას აკრიტიკებენ, რატომ მიმართავს, ვინც არა – დაბერდაო და რა თქმა უნდა, დავბერდებით, გადის წლები…“