LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ვიქტორ ორბანის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა

135
Screenshot 2023-10-12 232639

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ვიქტორ ორბანი და მისი მეუღლე ანიკო ლევაი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მეუღლემ, ნუნუკა თამაზაშვილმა გააცილეს.

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი 10 ოქტომბერს ეწვია. ვიქტორ ორბანი თბილისში დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა.

„ვიზიტის ფარგლებში ვიქტორ ორბანისა და ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. შედგა საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, რომლის შემდეგაც უნგრულმა და ქართულმა მხარეებმა ხელი მემორანდუმებს მოაწერეს.

ვიქტორ ორბანი: „ძალიან გულდაწყვეტილი და გაბრაზებული ვართ, რომ საქართველომ ვერ მიიღო სტატუსი, როცა მიიღეს ქვეყნებმა, რომლებიც გაცილებით ჩამორჩენილი არიან, ეს მალე უნდა გამოსწორდეს“

საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ფოტო, ვიდეო: პრემიერმა ვიქტორ ორბანსა და მის მეუღლეს ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა: „მადლობელი ვარ ნამდვილი მეგობრობისთვის“ 

„შარშან საკმაოდ ცუდად მოგვექცნენ.. საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, სხვა შემთხვევაში გადაწყვეტილება გაუგებარი, არგუმენტაციას მოკლებული იქნება,“ – ირაკლი ღარიბაშვილი 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები