„იმედის“ მაყურებელმა დღეს მეგაშოუს „ვინ ვინ არის“ ახალი, მე-5 სეზონის მეორე ეპიზოდი იხილა.
ამჯერად, დღევანდელ ეპიზოდში მაყურებლის წინაშე 5 თოჯინა წარდგა: ლაზიერი, ბერიკა, ქურუმი, ნალუ და ფარშევანგი.
მათგან გულშემატკივართა რჩეულები გახდნენ: ფარშევანგი, ლაზიერი და ქურუმი. შესაბამისად, ისინი გადავიდნენ შემდეგ ტურში.
დარჩენილი ორი თოჯინადან – ნალუ და ბერიკა, ჟიურიმ მეგაშოუში ნალუ დატოვა. „ბერიკას“ ნიღაბი იმედა კახიანს ჰქონდა მორგებული.
ნიღბის მოხსნას დარბაზში ოვაციები და აღფრთოვანება მოჰყვა.

