მეგაშოუს „ვინ ვინ არის“ მე-5 სეზონის პირველი ეპიზოდი შედგა.
დღევანდელ ეპიზოდში მაყურებლის წინაშე 4 თოჯინა წარსდგა: მინოტავრი, ბროწეული, სიმინდი და დელფინი.
გულშემატკივართა რჩეულები გახდნენ: სიმინდი, ბროწეული და მინოტავრი. სწორედ ისინი გადავიდნენ შემდეგ ტურში.
დარჩენილ ორ თოჯინას შორის არჩევანი ჟიურიმ დელფინზე შეაჩერა და მეგაშოუში ის დატოვა. ხოლო პუდელი კი სამწუხაროდ პროექტს გამოეთიშა.
აღმოჩნდა, რომ პუდელის ნიღაბი მომღერალ ნატო გელაშვილს ჰქონდა მორგებული, რამაც ჟიურის და დამსწრე მაყურებლის აღფრთოვანება გამოიწვია.
