ნანუკა გულუამ გადაცემაში „ქალები“ გაკეთებული განცხადებისთვის ბოდიში მოიხადა. შეგახსენებთ, რომ მსახიობმა და ტელესახემ ერთ-ერთ გადაცემაში აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია, როცა ძუძუთი კვება საჯარო ადგილებში მიმდინარეობს. ამ განცხადების შემდეგ მას უამრავი ქალი გამოეხმაურა სოციალურ ქსელებში და მკაცრად გააკრიტიკა ამ მოსაზრების გამო.
ნანუკამ გულუამ აღნიშნა, რომ ძალიან მძიმე კვირა ჰქონდა, რადგან აქამდე მხოლოდ პოზიტივს იღებდა.
ნანუკა გულუა:
„მართლა ძალიან რთულია ნეგატივის დაძლევა. მგონია, რომ დაუმსახურებლად მივიღე ეს ამდენი ნეგატივი. აუცილებლად მინდა ამ თემაზე ლაპარაკი. მინდა, გულწრფელი ვიყო…
გადაღებაზე მივედი, ქალი აჭმევდა ძუძუს ბავშვს და მეორე ძუძუც ჰქონდა მოშიშვლებული. ძალიან დიდი დისკომფორტი იყო… ზოგადად, ლაქტაციისადმი არანაირი ნეგატივი არ მაქვს. აბსოლუტურად წარმოუდგენელი რაღაცაა. ის აგრესია და საზიზღარი უკუკავშირი, რაც ჩემს ხუმრობას მოჰყვა, არის დამღუპველი. არ გადავდივარ და არ ვკითხულობ ნეგატიურ კომენტარებს, მაგრამ ჩემს გვერდზე ცუდი კომენტარები დაწერეს და ამას გვერდს ვერ ავუვლიდი. უფრო მეტი აგრესია გამიჩნდა და უფრო მეტად დავიწყე იმ აზრის გამყარება, რაზეც სინამდვილეში არ ვარ – „ლაქტაციის პროცესი რა წესია“… ამას ასე არ ვფიქრობ. ის შემთხვევა გამახსენდა და გადაცემაში ვიხუმრე… თუ ასეთი პრობლემაა ლაქტაციის საკითხი საქართველოში, ხომ შეიძლება, დაარიგო ადამიანს. ის პრობლემა გაცილებით მალე მოგვარდება.
ჩემს გვერდზე იყო მსგავსი კომენტარები: „შე ძუკნა დედაბერო, ძლივს რომ გასაღდი და ტვინი წაიღე, „იი, გავთხოვდი და რა კაია“, იცი, რას ნიშნავს ლაქტაცია? იცი, რას ნიშნავს დედობა? შე გადაღრძუებულო, გულისამრევი ხარ… გისურვებ, ლაქტაციის გამოცდილება არასდროს მიგეღოს და არასდროს გახდე დედა…“ ამ და ამ ტიპის კომენტარებით როგორ შეიძლება მივხვდე, რომ რაღაც დავაშავე? კიდევ უფრო გავღიზიანდი და ვთქვი, რომ არაფერი შემშლია და ვიხუმრე… მერე გადავედი ინბოქსში, სადაც მწერდნენ ის დედები, რომლებიც ახლა კვებავენ შვილებს ძუძუთი. რომ არა ეს დედები და არა იმ კომენტარის ავტორები, ამ ბოღმითა და აგრესიით ვერაფერს გავიგებდი… ნამდვილად არ მეგონა, თუ ასეთი სენსიტიური თემა იყო და ქუჩაში მოდიოდნენ და შეურაცხყოფას გაყენებდნენ ამის გამო. ერთი კი არა, მილიონი ბოდიში იმ დედებს…“
ნანუკა გულუა: „თანამედროვე თინეიჯერების მეშინია!..“
