გია ფარადაშვილი „დღის პოსტთან“ თავის უჩვეულო უნარზე საუბრობს:
„ახალი ბუმია ამაზე. კი, ასე იყო. ტელევიზიით ასე გამოვაცხადე. გია ფარადაშვილმა ხელი ვისაც დაადო, გათხოვდა. მართლა ასეა. ხალხო, ნუ გავიწყდებათ, რომ 1975 წლიდან მოვდივარ მე. სანამ ილუზიონისტობას დავიწყებდი, ვეუფლებოდი დიდ ძალას, მქონდა ჰიპნოზისა და ტელეპატიის დიდი ნიჭი, რომელსაც თავი დავანებე. დამეწყო თავის ტკივილები და ვიგრძენი თავი ძალიან ცუდად. გულის მძიმე ოპერაციის შემდეგ რომ გავახილე თვალი და ღმერთმა მომცა ძალა, ვისაც ხელი დავადე, ყველა გათხოვდა. 250 000 ქალის მესიჯი მაქვს, არ ვიცი, გჯერათ თუ არა… ქორწილში ნეფე-დედოფალს პირდაპირ ვეუბნები, ბიჭი ეყოლებათ თუ გოგო, ერთი აცდენაც არ მქონია…“