საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა ჩეხეთთან მატჩის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, ეს ერთი ქულა ევროპის ჩემპიონატზე დიდი მიღწევაა.
„დღეს ჩვენთვის რთული თამაში იყო. მინდა, მაყურებელს მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო. ვისურვებდი, რომ შემდეგ თამაშზე სტადიონი უფრო გახარებულებმა დავტოვოთ.
ორივე გუნდს შეეძლო მოგება, ჩეხებსაც ჰქონდათ მომენტები. ეს ერთი ქულა ევროპის ჩემპიონატზე დიდი მიღწევაა.
შემდეგ თამაშს რაც შეეხება, რთულია თქმა, რომ პორტუგალიასთან გახვალ და მოიგებ, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, ეს ამ თამაშებზე გამოჩნდა.
როგორი ფეხბურთელებიც არ უნდა თამაშობდნენ, ჩვენ გავალთ და ჩვენს გასაკეთებელს გავაკეთებთ. იმედია, ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება მატჩი“, – ამბობს ზურიკო დავითაშვილი.