LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ვლოცულობდი, რომ შენ ჩემი შვილი არ ყოფილიყავიო..“ „ერთი წუთით მაინც რომ მეგრძნო მის თვალებში სინანული, ალბათ ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი, მაგრამ საათს უყურებდა…“- თამუნა მუსერიძე

2223
თამუნა მუსერიძე

გადაცემაში „როგორ გადავრჩი“ თამუნა მუსერიძე იქნება სტუმრად. ტელეწამყვანი მოყვება ამბავს, როგორ შეხვდა 40 წლის შემდეგ ბიოლოგიურ დედას.

„უჩემობა რომ არ იგრძნოთ, შაბათს მიყურეთ“, – წერს თამუნა და გადაცემის ანონსს აზიარებს.

„თქვენ ხართ ერთად ერთი ადამიანი, ვისთანაც მოვედი ამ თემაზე სასაუბროდ. არც ერთ გადაცემაში არ ვყოფილვარ..

„ერთი წუთით მაინც რომ მეგრძნო მის თვალებში სინანული, ალბათ ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი, მაგრამ საათს უყურებდა და მეუბნებოდა, ეძინებათო…“

„ახლანდელი გამოჩენიდან დღემდე ვლოცულობდი, რომ შენ ჩემი შვილი არ ყოფილიყავიო.“ – იხსენებს თამუნა მუსერიძე დედასთან შეხვედრას.

„სხვა ადამიანის 40 წლის წინანდელი დანაშაულის ძიება და მისკენ ხელის გაშვერა არ ათავისუფლებს მშობელს დღევანდელი საქციელისგან, როდესაც დღეს, 40 წლის მერე შვილს ეუბნები, რომ მე ვლოცულობ, შენ ჩემი შვილი არ იყოო“ – თამუნა მუსერიძე

„სანამ ბიოლოგიურ დედას შევხვდებოდი რაღაცეები მოხდა, მამას დავურეკე და ვუთხარი, რომ ძალიან გამწარებული ვართ მეთქი..“ – თამუნა მუსერიძე გამომწერების კითხვებს პასუხობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g