LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ვმუშაობდი მაღაზიაში სალაროსთან, პლაჟზე, დაცვაში, კლასებს ვატარებდი, როგორც მწვრთნელი.. ვისაც უნდა, მას შეუძლია კიდეც“ – ილია თოფურიას წარმატების გზა

300
ილია თოფურია

UFC-ს პირველმა ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში – „იმედის კვირა“, საკუთარ ცხოვრებასა და იმ გზაზე ისაუბრა, რომელიც წარმატების მისაღწევად გაიარა.

როგორც ჩემპიონმა აღნიშნა, „ვისაც რაიმეს გაკეთება გულით უნდა, მას ამის გაკეთება შეუძლია კიდეც“.

„პლაჟზე ვმუშაობდი, ყოველ დილით, მე და ჩემი ძმა შეზლონგებს ვაწყობდით და შემდეგ, საღამოს ვკრეფდით. კლასებს ვატარებდი, როგორც მწვრთნელი, მაღაზიაში, სალაროსთან ვმუშაობდი, კვირაობით კი დაცვაში ვმუშაობდი.

ამ ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ თანხა მომეგროვებინა, საკუთარი თავი დამესპონსორებინა და მქონოდა საშუალება, რომ შეჯიბრებზე წავსლიყავი. ვისაც უნდა, მას შეუძლია კიდეც“, – აღნიშნა ილია თოფურიამ.

ილია თოფურიას გზა ჩემპიონობამდე❤️

💬„პლაჟზე ვმუშაობდი, კლასებს ვატარებდი, როგორც მწვრთნელი. მაღაზიაში ვმუშაობდი სალაროსთან და კვირაობით დაცვაში. მაგიტომ ვამბობ, რომ ვისაც უნდა, იმას შეუძლია კიდეც“ ✊ილია თოფურიას გზა ჩემპიონობამდე❤️ 🖇️სრული ინტერვიუ: https://shorturl.at/lnxS1 #იმედისკვირა

Posted by იმედის კვირა on კვირა, 24 მარტი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g