უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევის ოლქის ქალაქ ვიშეგოროდში იმყოფებოდა, სადაც 23 ნოემბერს, რუსეთის ძალების იერიშს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა.
ზელენსკი ასევე მივიდა ე.წ. „უძლველობის პუნქტში“, რომლებიც უკრაინულ ქალაქებში გაიხსნა.
ამ პუნქტებში მოქალაქეებს შეუძლიათ გათბნენ, ტელეფონები დატენონ და ინტერნეტით ისარგებლონ.
„ერთად ჩვენ გადავლახავთ ჩვენი ქვეყნისთვის ამ რთულ გზას, გადავლახავთ ყველა გამოწვევას და აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – ნათქვამია ზელენსკის მიერ სოციალურ ქსელები გავრცელებულ განცხადებაში.