სოციალურ ქსელში აბუ-დაბიში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების მორიგი ვიდეო ვრცელდება.
ახალ კადრებში, რომელსაც ლაშა კახიშვილი „ფეისბუკის“ გვერდზე ავრცელებს, ასახულია „ქართული ოცნების“ წევრების, ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძის ფიზიკური დაპირისპირება მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილთან.
ვიდეო: „გამწარებულები და გაგიჟებულები იყვნენ, მომვარდნენ საუზმის დროს… იმუქრებიან, საქართველოში რომ ჩამოხვალ, მერე იქ ნახეო… რა დარტყმის უნდა მეშინოდეს როდესაც ქვეყანას გვართმევენ…“ – ლაშა გაბიტაშვილი აბუ-დაბიში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დეტალებს ჰყვება
საუბარია აბუ-დაბიში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე, რისი ამსახველი ვიდეოც საზოგადოებას ლაშა გაბიტაშვილმა თავად გაუზიარა.
ვიდეოში ჩანს, აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში მყოფი უმრავლესობის წევრები, ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე როგორ უახლოვდებიან საუზმის დროს ლაშა გაბიტაშვილს და მას ფიზიკურად უპირისპირდებიან.
ვიდეო: ვიქტორ სანიკიძე, ირაკლი ზარქუა და ლაშა გაბიტაშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ – რა კადრებს ავრცელებს ლაშა გაბიტაშვილი აბუ-დაბიდან
ვიდეოში ასახულია ფიზიკური დაპირისპირება, ფიგურანტები კი უმრავლესობის წევრები, ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე არიან.