გადაცემამ „დღის პოსტი“ სოფელ შარახევში დაბრუნებული ახალგაზრდა წყვილი – ბელა ხუმარაშვილი და ვაჟა ბოძაშვილი გაგვაცნო. მათ მამაპაპისეული კერა სტუმარ-მასპინძლობის ბუდედ აქციეს. ბელასა და ვაჟას პაპისეულ სახლში მხოლოდ 1 ოთახი ჰქონდათ, ახლა კი დიდი სასტუმრო აქვთ და კოტეჯების აშენებასაც გეგმავენ.
წყვილმა ამ ბიზნესით ახალგაზრდებისთვის სოფელში ცხოვრებისა და დასაქმების პერსპექტივა შექმნა.
„ჩვენ გვინდა ეს იყოს ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, შევქმნათ აქ დასაქმების პოტენციალი…ვსვამთ მდინარე შარახეულას წყალს, ბავშვები არიან გაკაჟებულები, ეს ყველაფერი არის ხელუხლებელი, ღმერთის ხელით შექმნილი…
ჩვენ ვცდილობთ მივყვეთ იმ ტრადიციებს, რომლებიც სწორია..ტრადიციებს მხოლოდ ჩვენ კი არა ჩვენს შვილებს ვუნერგავთ…ჯერ-ჯერობით ორი შვილი გვყავს,“ – ამბობს წყვილი.