LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ვუახლოვდებით ძალიან მნიშვნელოვან ახალმთვარეობას“ – სოფია ბზეკალავას პროგნოზი 20-26 იანვრისთვის ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის

431
სოფია ბზეკალავა

სოფია ბზეკალავა გადაცემაში „შენი დილა“ საუბრობს 20-26 იანვრის პროგნოზის შესახებ:

„მიმდინარე კვირა საკმაოდ ემოციური იქნება. ვუახლოვდებით ძალიან მნიშვნელოვან ახალმთვარეობას 29 იანვარს, წინა კვირა კი ძალიან გამორჩეული იქნება. იქნება ძალიან მასშტაბური ახალმთვარეობა, რადგან ურანზე გადის, დიდი მნიშვნელოვანი პროცესების გადაწყობა მოჰყვება, ახალმთვარეობას კი პირველი იმპულსი გაჩნდება. ეს კვირა შეიძლება იყოს საკმაოდ გარდამტეხი, ემოციურად ეკლექტურია და არაერთგვაროვანი. განსაკუთრებით ორ დღეს გამოვყოფ, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს. კონფლიქტები გუნდური და სისტემური იქნება და არა ადამიანებს შორის. ყველაზე მთავარი, რასაც გამოკვეთს ახალმთვარეობა, გამოიკვეთება სისტემების დიდი მოწყვლადობა. ყველა და ყველაფერი, რაც სისტემას წარმოადგენს, იმის გამო, რომ არის ძალიან მოწყვლადი, არის სასტიკი. მზე გადავიდა მერწყულის ზოდიაქოში. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი თქვენ ხართ ე.წ. სინათლის მეომარი, თუკი თქვენ გჯერათ სამართლიანობის, შეიძლება გქონდეთ განცდა, რომ ბრძოლას აზრი არ აქვს, ბოლო ნიშნულზე დგახართ, არ დაყაროთ ფარ-ხმალი, ეს ეხება პროფესიას, პირადს. გახსოვდეთ, ყველაზე მეტად ბნელა გამონათების წინაშე…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g