მსახიობი მაკა შალიკაშვილი გადაცემა “პრაიმშოუს” სტუმრობდა, სადაც რამდენიმე ლექსი წაიკითხა, მათ შორის გალაკტიონის, მუხრან მაჭავარიანის და მამა ადამ ახალაძის ორი ლექსია. მაყურებელმა ეს გამოსვლა განსაკუთრებულად შეიყვარა – „ვუსმენ და ვიტირი“, წერს ერთ-ერთი კომენტარის ავტორი. მაკა შალიკაშვილის ამ ტელეგამოსვლას ათასამდე ადამიანი გამოეხმაურა კომენტარებში.
