LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ვუყურებდი, როგორ მიჰქონდა ჩემი ძმა და დისშვილი ამ უბედურებას.. იმ დღიდან სასწაულების მჯერა და მგონია, რომ კიდევ იქნებიან ადამიანები ცოცხლები“- რას ჰყვება შოვის ტრაგედიას გადარჩენილი ლანა ჯელაძე

284
ფორტუნა - 2023-08-08T104632.788

შოვის ტრაგედიას გადარჩენილი ლანა ჯელაძე 3 აგვისტოს სტიქიის დეტალებს იხსენებს. ლანა დავით ჯელაძის დაა, რომლის გმირობის ფოტომაც ინტერნეტი ვირუსულად მოიცვა.

ვიდეო: „სამოთხეში ვიყავით შოვის ტყეში მთელი ოჯახი და ზუსტად ნახევარ საათში ჯოჯოხეთში მოვხვდით…” – რას იხსენებს დავით ჯელაძე

ლანა ჰყვება, რომ მოულოდნელად დაინახეს, რომ მთელი მთა მოდიოდა და ყველაფერი მოჰქონდა.

„წინ ვერ წავიდოდით, რადგან ყველაფერი წაღებული ჰქონდა ღვარცოფს და უკან მთელი მთა მოდიოდა. ხიდზე ვიდექით, სადაც  პატარა ადგილი იყო დარჩენილი და ამ ხიდის იმედი გვქონდა. ხიდმა პირველი ტალღა გაატარა და მეორე უდიდესი მიწის ტალღა რომ წამოვიდა, ის ვეღარ გაატარა“, – იხსენებს ლანა ჯელაძე.

ლანა იმ მომენტზე საუბრობს, როდესაც მიწის ტალღამ დაარტყა და მაშო და მისი ძმა შორს წაიღო.

„მიწის ტალღამ დაგვარტყა – განსაკუთრებით ჩემს ძმასა და მაშოს დაარტყა და წაიღო. ეს იყო ყველაზე საშინელი მომენტი, როცა ვუყურებდი როგორ მიჰქონდა ჩემი ძმა და დისშვილი ამ უბედურებას. მაგრამ რაღაცნაირად დათოს იმედი მაინც მქონდა.  მეწყერში ვიყავით 4 საათის განმავლობაში”, – ამბობს ის.

ლანას თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ ტელეფონი არ დაუკარგავს და პირველი იყო, რომელმაც 112-ში დარეკა. მოგვიანებით კიდევ რამდენჯერმა დარეკა, მათგან კი იღებდა პასუხს:

„დაელოდეთ მოვლენებს, რომ ვეკითხებოდით, რამდენ ხანში მოვიდოდა დახმარება, პასუხი იყო 15-20 წუთი. და  რამდენი 15 და 20წუთი გავიდა, ვერ გეტყვით…

იმ დღიდან სასწაულების მჯერა და მგონია, რომ კიდევ იქნებიან  ადამიანები ცოცხლები “. – იხსენებს შოვის ტრაგედიას გადარჩენილი ლანა ჯელაძე.

„საშინელი პანიკა, წივილ-კივილი იყო.. ჩემი ძმა და დისშვილი გაიტაცა, ეს იყო ყველაზე საშინელი კადრები. დამანგრეველი ხმა გაისმა, უზარმაზარი ტალღა დაგვეჯახა და შორს გადაგვისროლა“ – რას იხსენებს ლანა ჯელაძე

„მე ერთ-ერთი ვარ იმ 16-დან, რომელიც მეწყერში მოყვა და გადარჩა. გადავრჩით მთელი ოჯახი – მე, მეუღლე და ჩემი 4 წლის ბიჭი.. 2 საათი ნახევრად ჩაფლულები ვიყავით შუაგულ მეწყერში“ – რას ჰყვება შოვის სტიქიას გადარჩენილი 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები