მეუღლესთან, კეტრინ ზეტა-ჯონსთან განქორწინების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, მაიკლ დუგლასმა „ინსტაგრამზე“, მცირე პაუზის შემდეგ ვიდეო გაავრცელა, როგორც პოსტიდან ვიგებთ, ის სიცილიაში იმყოფება.
„გამარჯობა, მეგობრებო! მინდა გაგიზიაროთ საოცარი ადგილი ჩემი სურვილების სიიდან – ტაორმინა, სიცილია. აქ 21 წლის შემდეგ პირველად დავბრუნდი და უნდა გითხრათ, ეს ადგილი მართლაც ჯადოსნურია. გული სავსე მაქვს მადლიერებითა და პატივისცემით, რომ გადმომეცა ცხოვრებისეული მიღწევისთვის ჯილდო ამ განსაკუთრებულ წელს, როცა ვზეიმობთ ფილმის „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ 50 წლის იუბილეს. ძალიან ბედნიერი და მადლიერი ვარ!“ – ნათქვამია დუგლასის განცხადებაში.
როგორც ცნობილია, ფილმის, „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ გამოსვლიდან 50 წელი გავიდა. ის კინოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარია, რომელმაც დიდი გავლენა იქონია როგორც მაყურებელზე, ისე კინოინდუსტრიაზე. სწორედ მაიკლ დუგლასი გახლავთ კინოსურათის პროდიუსერი.
ორი თვის წინ მედიაში ყველასთვის მოულოდნელი ინფორმაცია გავრცელდა. წყაროს ცნობით, 25 წლიანი ქორწინების შემდეგ, მაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა-ჯონსი განქორწინების ზღვარზე იმყოფებიან. გამოცემა RadarOnline-ის ინფორმაციით, 80 წლის მაიკლ დუგლასი და 55 წლის კეტრინ ზეტა-ჯონსი უკვე ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მაიკლი სულ უფრო მეტ დროს ატარებს მარტო სახლში მაშინ, როცა ზეტა-ჯონსი კარიერის ახალ ეტაპზე იმყოფება და სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს. მედიაში უკვე მოიპოვება დამამტკიცებელი საბუთები იმისა, რომ წყვილი ქონებას ყიდის. მათ ბერმუდის კუნძულებზე არსებული საკუთრება გასაყიდად გამოიტანეს, ასევე ეძებენ მყიდველს ნიუ-იორკში მდებარე პენტჰაუზზე, გასაყიდად ასევე გამოტანილია სახლი მაიორკაზე და ასევე, ნიუ-იორკში მდებარე საგვარეულო საცხოვრებელი, სადაც ისინი 2019 წლიდან ცხოვრობენ.

