ზურა ყიფშიძის შვილიშვილი, მსახიობი ნატალია ყიფშიძე თავისი მენტალური ჯანმრთელობის შესახებ ემოციურ ვიდეოს გვიზიარებს, სადაც საკუთარ გამოცდილებაზე გვიყვება.
ნატალია ამბობს, რომ იყო დრო, როდესაც ხალხში ყოფნა მისთვის პრობლემას წარმოადგენდა.
„წამლების გარეშე ვიმკურნალე…არ ვლაპარაკობ ხოლმე ამაზე, მაგრამ რადგან ახლა ამ ვიდეოს ვიღებ ვიფიქრე, შემიძლია ხმამაღლა საუბარი. 2023 წელს, როდესაც ჰელოუინზე მივდიოდი და ტაქსიდან უნდა გადმოვსულიყავი, მივხვდი, რომ ცუდად ვიყავი. ხალხში ყოფნა და გართობა არ შემეძლო.
დავდიოდი თერაპიებზე და მეგონა, რომ უკვე მზად ვიყავი ხალხში ადაპტაციისთვის. ბავშვობიდან მიყვარდა გართობა, კლუბები და ბევრ ხალხში ყოფნა. გადავწყვიტე, რომ წელს ჩავიცვა სწორედ ის კოსტიუმი, რომელიც მაგ წელს უნდა ჩამეცვა და ვერ შევძელი. თერაპიების დაწყებამდე საკმაოდ რთულად ვიყავი, თუმცა შემდეგ დასრულდა ყველაფერი.
დროთა განმავლობაში მივხვდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი და როგორ მემართა ეს ყველაფერი. ახლა კარგად ვარ. ვერთობი მშვენივრად და ზომიერად. ყველაფერი მენტალობიდან მოდიოდა და სინამდვილეში მხოლოდ ჩემი ფიქრების მეშინოდა. ყველაფერი ბოლომდე არ გადის, თუმცა მართვა ვისწავლე“, – საუბრობს ნატალია ყიფშიძე.
„სამი თაობა“ – მოდელი კრისტი ყიფშიძე დედასთან და შვილთან ერთად გადაღებულ უთბილეს კადრებს აზიარებს
