„ურსას“ სოლისტი გიორგი ძოწენიძე „რუსთავი2“-ის გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ გუნდს შეუერთდა. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ყოველ პარასკევს გიორგი მაყურებლის ინფორმირებაზე და განწყობაზე იზრუნებს.
„პირდაპირ ეთერამდე 5 წუთით ადრე 👌 ჩვენს გუნდს – ჯგუფის „ურსა“ სოლისტი და ძალიან ნიჭიერი ადამიანი შემოუერთდა და ამიერიდან ყოველ პარასკევს იქნება ჩვენთან ერთად“, – წერს დილა მშვიდობისა საქართველო.