LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „წარმომედგინა რომ მეყოლებოდა კიდევ ერთი შვილი, მექნებოდა ქორწილი, კაბაც შერჩეული მქონდა… და მოხდა ისე, რომ უცებ…“ – თამო ვაშალომიძე განქორწინებაზე საუბრობს

1174
თამო ვაშალომიძე

TAMO’S SKIN-ის დამფუძნეელი თამო ვაშალომიძე პოდკასტს ECLECTIC’ სტუმრობდა, სადაც განქორწინებაზე ისაუბრა და თქვა, რომ რთულ პერიოდში კარიერული კუთხით დაიტვირთა თავი, მაქსიმალურად იყო საქმეებში ჩართული, რაც მას მდგომარეობიდან გამოსვლაში დაეხმარა. 

თამო ვაშალომიძე განქორწინების მიზეზებზე არ საუბრობს, თუმცა, აცხადებს, რომ საერთო მიზნების არარსებობა იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც წყვილი ამ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა. 

„განწორწინების მიზეზებზე არ მსურს საუბარი. ადამიანებს ხომ გვაქვს გარკვეული ხედვები და მიზნები, როგორები უნდა ვიყოთ მომავალში. 

ჩემი ცხოვრება წარმომედგინა ასე, რომ მეყოლებოდა კიდევ ერთი შვილი, სიბერეში ვიჯდებოდი ბუხართან, მექნებოდა ქორწილი, კაბაც შერჩეული მქონდა… ასე მოხდა, რომ რაღაცებში ალბათ ვერ გავუგეთ ერთმანეთს და მოხდა ისე, რომ უცებ… ძალიან გამიჭირდა, ჯერ გათხოვება და მერე განწორწინება. არ ვიცი ეს ხალხი როგორ თხოვდება ასე მალე და როგორ შორდებან… მე ძალიან რთულად ვიღებ ადამიანებს, მეგობრებსაც. ძალიან მიყვარს ყველა და პატივს ვცემ, მაგრამ იმისთვის, რომ ჩემს გულთან მოვიდეს და მე კარები გავუღო, ძალიან რთულია ჩემს სამყაროში რომ შემოვუშვა. 

რთულად გადავიტანე, მაგრამ ძალიან დამეხმარა ჩემი ღონისძიებები. ყველა ჩვენება, ქარხანაში ჩაფრენა, კინოში რომ გადამიღეს, ასევე მეგობრები, თეატრში კურსები გავიარე, მაქსიმალურად დავიტვირთე თავი და გუშინ ვიძახდი, რომ გამოვდივარ და ვსუნთქავ თავისუფლად მეთქი… ბედნიერებაა, რომ ეს შევძელი. ფსიქოლოგთან არ ვყოფილვარ, მინდოდა ჩემი თავისთვის დამემტკიცებინა, რომ ამას გადავლახავდი ადამიანების ჩარევის გარეშე და ასეც მოხდა“, – ამბობს თამო ვაშალომიძე. 

@eclectic.channel

ქორწინება და განქორწინება 💍 ისტორიას სრულად მოისმენთ youtube არხზე – Eclectic’ა ▶️✨

♬ original sound – Eclectic’ა
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g