LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: წარწერა სამოსზე, რომლითაც მერაბ დვალიშვილი ნურმაგომედოვს დაუპირისპირდება: „ძალიან ბედნიერი ვარ, ეს წარ­მო­ად­გენს ჩემს ქვეყანას, რის­თვი­საც ვიბ­რძვი…“

157
მერაბ დვალიშვილი

19 იან­ვარს UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამარს უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცავს.

ქართველი ჩემპიონი აცხადებს, რომ უმარ ნურ­მა­გო­მე­დო­ვთან ჩხუბისთვის მომზადების პროცესში არაფერი შეუცვლია და მხოლოდ საკუთარ თავზეა კონცენტრირებული.

UFC 311-ის გა­მარ­თვამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ მერაბს გადასცეს შორტი, რომელსაც აწე­რია აფო­რიზ­მი: „სჯობს სი­ცო­ცხლე­სა ნაძ­რახ­სა, სიკვდილი სახელოვანი“.

აღნიშნულ ვიდეოს UFC სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებს.

„ძალიან ბედნიერი ვარ, მართლაც ეს წარ­მო­ად­გენს ჩემს ქვე­ყა­ნას, რის­თვი­საც ვიბ­რძვი, ეს ჩემთვის ყველაფერია, – ამბობს მერაბ დვალიშვილი.

ცნობისთვის, 33 წლის მერაბ დვალიშვილმა საჩემპიონო ქამარი მიმდინარე წლის სექტემბერში შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ მიიღო. მას MMA-ში 22 ბრძოლა აქვს ჩატარებული და 18-ში გაიმარჯვა.

რაც შეეხება 28 წლის უმარ ნურმაგომედოვს, მან შერეულ ორთაბრძოლებში 18 შეხვედრა გამართა და ყველა მოიგო. ის ამჟამად UFC-ის სუპერმსუბუქი წონის რეიტინგში მეორე ადგილზეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g