LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „წელს ერთი ყველაზე მთავარი სურვილი გვაერთიანებს – ხალხის და ქვეყნის გამარჯვება“ – სოფო ნიჟარაძისა და ალისკა სააკაშვილის საახალწლო მილოცვა

215
სოფო ნიჟარაძე, ალისკა სააკაშვილი

მომღერალი სოფო ნიჟარაძე შვილთან, ალისკა სააკაშვილთან ერთად, მოქალაქეებს დამდეგ ახალ წელს ულოცავს.

მომღერლის საახალწლო მილოცვას „ტვ პირველის“ გადაცემა „შუადღე Live“ ავრცელებს:

„ბოლო თვეები ყველასთვის ძალიან სტრესულია, ეს განწყობა ყველასთან იგრძნობა, მაგრამ უკეთესი წელის მოლოდინი გვაქვს, იმიტომ რომ ვფიქრობ, ყველაფერი რაც დაიწყო, აუცილებლად უნდა დაგვირგვინდეს გამარჯვებით…

„ახლა არჩევანი არის სიბნელესა და სინათლეს შორის.. ან ვიგებთ ამ ბრძოლას, ან ვაგრძელებთ იგივე წრეზე ყოფნას და ვხდებით უინტერესო ქვეყანა დანარჩენი ცივილიზებული სამყაროსთვის“ – სოფო ნიჟარაძე

გილოცავთ ჩემო ძვირფასებო დამდეგ შობა-ახალ წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიხარულს, სიყვარულს, ყველაფერ საუკეთესოს თითოეულ თქვენგანს, სრულიად საქართველოს.

ვფიქრობ, წელს განსაკუთრებით ერთი ყველაზე მთავარი სურვილი გვაერთიანებს – ხალხის და ქვეყნის გამარჯვება

ერთად გვეცხოვროს ერთიან, ბედნიერ, თავისუფალ და ჭეშმარიტად ევროპულ ქვეყანაში“.

გილოცავთ ახალ წელს

🌲 გილოცავთ ახალ წელს 👇სოფო ნიჟარაძე #შუადღელაივი #ტვპირველი #ახალიწელი #მილოცვა #გილოცავთახალწელს #2025წელი #გილოცავთ #სოფონიჟარაძე

Posted by შუადღე Live • Shuadge Live on კვირა, 29 დეკემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g