ცნობილი ტიკტოკერი, ნონა ვაშაყმაძე გადაცემა „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს“ სტუმრობდა, სადაც მამის მხრიდან ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაზე ისაუბრა.
როგორც ის ამბობს, სურს დამოუკიდებელი იყოს და მშობელმა აღარ შეზღუდოს.
„ბავშვობიდან ჩემს დას, მე და დედაჩემს გვეჩხუბებოდა. ნებისმიერ ადამიანს აკრიტიკებდა, ცუდ მანერებს ვსწავლობდი, გარდატეხის ასაკში აგრესიული ვიყავი ადამიანების მიმართ. 24 წლის ასაკში, ნერვული აშლილობით ქუთაისის ფსიქიატრიულში მოვხვდი. მიკრძალავდა ადამიანებთან, მეგობრებთან ურთიერთობას.
სულ სახლში უნდა ვყოფილიყავი, მეზობლებთან გასვლასაც მიკრძალავდა და ხელითაც მეხებოდა. ერთხელ ასაწონად მინდოდა წასვლა და ამიკრძალა. როდესაც მაინც წავედი, დამეწია და ხელი დამარტყა. ამის შესახებ კორპუსში, მეზობლებმაც გაიგეც.
როდესაც მიმართვა გავავრცელე, მისი ნათესავები და ძმაკაცები მირეკავდნენ. მეუბნებოდნენ, რომ სირცხვილი იყო. ჩემი მიზანი არის, რომ თავი დამანებოს, ჩემს ახლობლებს და მეგობრებს ნუ ურეკავს.
100 მეტრის რადიუსში არ მომიახლოვდეს. ამ ეტაპზე ქუთაისში დავიწყე მუშაობა და ნათესავის სახლში ვცხოვრობ. შემდეგ თბილისში უნდა გადავიდე. მამაჩემი მეუბნება, რომ ვერაფერს მივაღწევ ცხოვრებაში და მის გარეშე არაფერი გამომივა.
ნანუკა ჟორჟოლიანი ნონასთან ერთად მამამისის სახლში მივიდა, რა დროსაც მან კამერების გათიშვა მოითხოვა.
„რას ქვია ვცემ? ვინ გითხრათ ეს? მე წარმოვადგენ ჩემს საბუთს და მეც წარმოვადგენ ვინ ვარ. წესებს მე ვადგენ, ოჯახის უფროსი და მისი მიხედვით უნდა იცხოვროს“, – ამბობს ნონას მამა.
