დღემდე მოტანილი საქართველოს ისტორია და საუკუნეების განმავლობაში შემონახული წინაპრების ადათ-წესები. მეთოდები, რომლებსაც ქართველი მეომრები ბრძოლაში იყენებდნენ.
ქართულმა საბრძოლო ხელოვნებამ მუდმივი ომიანობის ჟამს საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ხრიდოლი მისი ერთ-ერთი სახეობაა.
საბრძოლო შერკინების წესი, შუა საუკუნეებიდან იღებს სათავეს, 1997 წელს კი საბრძოლო ხელოვნების სისტემა ჩამოყალიბდა. მისი მიზანი ქართველთა მხედრული ტრადიციების შენარჩუნებაა. ხრიდოლმა ოთხი უძველესი სახეობა ჭიდაობა, რკენა, კრივი და ფარიკაობა გააერთიანა.
სანახაობრივი შერკინებები მეომრების საბრძოლო სულისკვეთებას გამოხატავს.
