გიორგი ნაზღაიძისა და თამაზას გადაცემაში „სარკასტიკა“ ცნობილი პლასტიკური ქირურგი ციცინო შურღაია ბესო კალანდაძე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მას სასამართლო მოუგო.
„ბესო კალანდაძეს ჩემზე ფიზიკურად არ უძალადია და არც ხელი დაურტყამს. წონაში რომ მოვიმატე და 74 კილო ვიყავი ძალიან მეჩხუბა. მითხრა, ეს რას ჰგავს, რა არის. სულ ამბობდა, რომ მსუქან ადამიანთან ვერ ვიქნებიო.
დღეს არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს. სასამართლოც მოვუგე. თვითონ იჩივლა და თვითონ წააგო. კანადაში ვიყავი და უცებ 2 700 დოლარი დაჯდა ანგარიშზე“, – საუბრობს ციცინო შურღაია.
