აშშ-ში, ნიუ ჯერსის შტატში მცხოვრები ცოლ-ქმარი საყვარელ რესტორანს სტუმრობდა, როდესაც ნამდვილი განძი აღმოაჩინა.
მაიკლი და მარია მოლუსკებს მიირთმევდნენ, როდესაც მაიკლმა ერთ-ერთ მათგანში საკმაოდ მოზრდილი მარგალიტი იპოვა. ქვის დიამეტრი 9 მილიმეტრი იყო, რაც ათასობით დოლარს ნიშნავს.
წყვილი ირწმუნება, რომ 34 წელია, რაც ამ რესტორანში დადიან და მსგავსი რამ აქამდე არასდროს მომხდარა. მოლუსკი მაიკლის საყვარელი კერძია და თითქმის ყველა ვიზიტზე მას უკვეთდა. თუმცა, მარგალიტი აქამდე არ უპოვია.
ნაპოვნი ქვა საკმაოდ ძვირი ეღირება, მაგრამ ცოლ-ქმარი მის გაყიდვას არ აპირებს და სურს, რომ ის სამახსოვროდ შეინახოს.