სალომე ღვინიაშვილმა მეუღლესთან ურთიერთობის შესახებ გიორგი იაშვილის პოდკასტში ისაუბრა.
მოდელი აღნიშნავს, რომ წყვილში ერთმანეთისადმი პრანჭვის მომენტი არ უნდა დაიკარგოს.
„მე ვფიქრობ, რომ წყვილში ძალიან მნიშვნელოვანია მეგობრობა, მე და ზურა ძალიან კარგი მეგობრები ვართ, გარდა იმისა, რომ ვართ ცოლ-ქმარი.
საერთო სამეგობრო წრე გვყავს, ყველგან ერთად დავდივართ, ერთად ვვარჯიშობთ.
მგონია, რომ წყვილში პრანჭვის მომენტი არ უნდა დაიკარგოს წლების მერეც, ვცდილობ, სულ გავეპრანჭო, ალბათ ისიც,“ – აღნიშნა სალომე ღვინიაშვილმა.
