11 წლის ალექსანდე ალავერდაშვილის ცხოვრება ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარების შემდეგ რადიკალურად შეიცვალა.
როგორც სიუჟეტში უსაყვარლესი ბიჭი გვიყვება, ყოველ დილით სიცივეში ჯართის შესაგროვებლად წასვლა აღარ უწევს და ოჯახთან ერთად მეტ დროს ატარებს.
„ყოველ დილით ადრე ვიღვიძებდი, სიცივეში მივდიოდი ჯართის ვეძებდი, ახლა კი სულ ოჯახთან ერთად ვარ, ვმხიარულობთ, ვერთობით. თქვენი მოსვლის შემდეგ ძაან ბევრი რამე შეიცვალა. იმ თანხით, რომელიც შეგროვდა წავედით გორში და ბევრი რამე ვიყიდეთ. ახალი ტანსაცმელი, კლავიატურა, მაუსი და ყურსასმენები. ლამაზი დღე გამოვიდა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლების შეწუხდნენ და ეს თანხა ჩარიცხეს“, – ამბობს 11 წლის ალექსანდრე.
აღსანიშნავია, რომ ხალხის მიერ შეგროვებული თანხით, ალექსანდრეს აბაზანას მოუწყობენ. ასევე დაფინანსებულია მისი ცეკვისა და ფეხბურთის ხარჯებიც.