მოდელი და „კომედი შოუს” მსახიობი ნინი ონიანი გადაცემა „სიცრუის დეტექტორის” სტუმარია.
გადაცემაში ნინიმ პირადი ცხოვრების ნეგატიური მომენტი გაიხსენა, რა დროსაც ემოციების შეკავება ვერ შეძლო.
„ამ ისტორიას ექსკლუზიურად დღეს მოვყვები. ეს ყველაფერი ორი წლის წინ მოხდა. ფიტნეს დარბაზში მივედი და ინსტრუქტორი ავიყვანე. რაღაც პერიოდის შემდეგ, ჩვენს შორის ემოცია, გრძნობა გაჩნდა. მისი მხრიდან აღმოჩნდა, რომ ფარსი იყო. იმდენად დიდი გრძნობა მქონდა, რომ გადამყლაპა და ესეთი რამ მხოლოდ კინოში მქონდა ნანახი. საკუთარი თავის მრცხვენია, ასე როგორ გამოვსულელდი. ეს ადამიანი ყველაფერს მატყუებდა. ალბათ ყოველდღე მღალატობდა. 2 წელი დამჭირდა, რომ მდგომარეობიდან გამოვსულიყავი”, – საუბრობს ნინი ონიანი.