LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ყოველთვის, ყველგან საქართველოს სახელით გავდივარ, მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში ვმოღვაწეობ… მიხარია, რომ ვარ ჩემი თეატრის პირველი ქართველი ბალერინა“ – გაიცანით მიუნხენის ნაციონალური თეატრის პირველი ქართველი ბალერინა, 22 წლის ლიზი ავსაჯანიშვილი, რომლისთვისაც სასცენო კოსტიუმები Balmain-მა შექმნა

173
ლიზი ავსაჯანიშვილი

გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველო“ ხშირად ამზადებს რეპორტაჟებს სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელ, საზღვარგარეთ მოღვაწე საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც საკუთარ სფეროში წარმატებულები არიან, ჩვენს ქვეყანაში კი მათ შესახებ ნაკლებად არის ცნობილი.

ამჯერად „დილა მშვიდობისა საქართველო“ მაყურებელს აცნობს 22 წლის ბალერინას – ლიზი ავსაჯანიშვილს, რომელიც მიუნხენის ნაციონალური თეატრის სოლისტია. ლიზი აღნიშნულ დასში პირველი ქართველი ბალერინაა.

ლიზი ავსაჯანიშვილს 2 კვირის წინ პრემიერა ჰქონდა. მისმა დასმა „ბალეტის რენესანსი“ აბუ-დაბიში წარადგინა. აღსანიშნავია ისიც, რომ მისთვის სასცენო კოსტიუმები Balmain-მა შექმნა.

„ეს სპექტაკლი რამდენიმე წლის წინ დაიდგა პარიზ ოპერაში და დიდი ხანი არ გაცოცხლებულა, ძალიან მიხარია, რომ ამ პროექტში მივიღე მონაწილეობა.

გვაქვს ულამაზესი კოსტიუმები, რომელიც სპეციალურად ამ ბალეტისთვის Balmain-მა დაამზადა, პარიზში სპეციალურად ჩავედი, რომ ეს სამოსი ჩემი სხეულისთვის მოერგოთ, ძალიან საინტერესო იყო ატელიეში მისვლა, სამოსის მორგება, რეპეტიციები.

ძალიან მიხარია, რომ მოდის ინდუსტრია და ასეთი საკულტო ბრენდები მუშაობენ ბალეტის ხელოვნებასთან და ჩვენთვის კოსტიუმებს ამზადებენ. ჩემთვის ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც Balmain-თან მომიწია მუშაობა…

ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, ვცხოვრობ მომენტით, როდესაც რეპეტიციებს გავდივარ. ეს თავდადებულობა, შრომა და სიყვარულიც ალბათ გქმნის პიროვნებად შენს პროფესიაშიც. მიხარია, რომ ვარ ჩემი თეატრის პირველი ქართველი ბალერინა.

ყოველთვის, ყველგან საქართველოს სახელით გავდივარ, მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში ვმოღვაწეობ – კი, ჩემი თეატრის სახელით გავდივარ – მაგრამ, გავდივარ როგორც ქართველი. იმედია, რომ ქართველი ხალხი ჩემ შესახებ გაიგებს“, – აღნიშნავს ლიზი ავსაჯანიშვილი.

22 წლის ქართველი ბალერინა, რომლისთვისაც სასცენო კოსტიუმები Balmain-მა შექმნა

❤️‍🔥🩰 გაიცანით 22 წლის ქართველი ბალერინა, რომლისთვისაც სასცენო კოსტიუმები Balmain-მა შექმნა 💫🫶 ლიზი ავსაჯანიშვილი მიუნხენის ნაციონალური თეატრის სოლისტია, რომელიც პირველი ქართველი ბალერინაა ცნობილ დასში

Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on ოთხშაბათი, 06 ნოემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g