LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ყველა ექიმმა უნდა წარმოიდგინოს, რომ იმ დროს, იქ, იმ პაციენტის ადგილზე, არის მისი შვილი, რომელიც მთელ სიცოცხლეს ურჩევნია…“ – რას ამბობს ანესთეზიოლოგი, ლევან ჩუბინიძე ექიმისა და პაციენტის ურთიერთობაზე

245
ლევან ჩუბინიძე (1)

„პინეო“ სოციალურ ქსელში, ანესთეზიოლოგ, ლევან ჩუბინიძესთან ინტერვიუს გვთავაზობს.

ანესთეზიოლოგი პაციენტსა და ექიმს შორის ურთიერთობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ექიმმა უნდა წარმოიდგინოს, რომ ნებისმიერი პაციენტის ადგილზე მისი შვილია და სწორედ ისე უნდა მოექცეს მას:

„აქ რომ ჩემი ორსული შვილი იწვეს და ანესთეზიოლოგმა რაღაცა უხეშად უთხრას, შეიძლება დაღლილიც იყოს, დაებღვიროს, უჟმური ტიპი იყოს – ორსული ხომ სულ სხვანაირი შიშით და განწყობით შევა საოპერაციოში.

ყველამ მე მგონი ეს უნდა წარმოიდგინოს, რომ იმ დროს, იქ იმ პაციენტის ადგილზე არის მისი ქალიშვილი, რომელიც მთელ სიცოცხლეს ურჩევნია.

შემდეგ მოდის განწყობაც, ხუმრობებიც წამღერებაც და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ქმნის იმას, რომ მერე პაციენტიც მადლიერია და ყველანაირი უხერხულობა ქრება…

პირველი არის ის, რომ უნდა წარმოიდგინოს ყველა ექიმმა, რომ იქ იმ მომენტში მისი შვილია“, – ამბობს ანესთეზიოლოგი.

@pineo.medical.eco 👨‍⚕️ანესთეზიოლოგი – ლევან ჩუბინიძე უკვე 32 წელია ჩვენი კლინიკის თანამშრომელია და პაციენტების განსაკუთრებულ ნდობას და სიყვარულს იმსახურებს! #ანესთეზიოლოგი #ზრუნვა #პინეო ♬ original sound – Pineo Medical Ecosystem
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g