„ტყუილია, ყველა სცემს თავის თავს“, – ასე უპასხუა პარლამენტთან მყოფმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა ზვიად ხარაზიშვილმა, ჟურნალისტის კითხვას, რატომ უსწორდებიან ახალგაზრდებს მისი თანამშრომლები.
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის თქმით, „ახალგაზრდებს არავინ სცემს“
„ტყუილია, ყველა სცემს თავის თავს, არავინ არავის არ სცემს, ხაბეიშვილს უარესი ელოდება… ახალგაზრდებს არავინ სცემს, სია გვაქვს,“ – ამბობს ზვიად ხარაზიშვილი.