LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ყველა ტკბილი ემოცია, ყველა ლამაზი კადრი მოგონებად გადაგვექცა, თავზე დაგვემხო ყველაფერი“ – ტყუპებზე მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილი შორენა ონიანის მეუღლის ემოციური პოსტი

106
გიგა ცხელიშვილი

28 წლის შორენა ონიანს, რომელიც ტყუპებზე მშობიარობის შემდეგ მძიმე მდგომარეობაში იყო და რომელსაც საზოგადოება გულშემატკივრობდა, 15 ნოემბერს გარდაიცვალა.

„ჩემო შორე, რამდენი იბრძოლე, რამდენს გაუძელი… ერთი მოფერება რა იქნებოდა შენი შვილების, სადაა სამართალი ჩემო გოგო…“ – ახალგაზრდა ქალი, რომლის გადასარჩენად საზოგადოება გაერთიანდა გარდაიცვალა

მისმა მეუღლემ, გიგა ცხელიშვილმა, შორენა ონიანის შესახებ სოციალურ ქსელში არაერთი ემოციური სტატუსი გამოაქვეყნა.

ვიდეო: „დედამ დაგვტოვა მარტო და ცაში გაფრინდა“ – შორენა ონიანის მეუღლე ახალშობილი ტყუპების კადრებს აქვეყნებს

ამჯერად გიგა ცხელიშვილი სოციალურ პლატფორმა „ტიკ-ტოკზე“ არქივიდან ვიდეოებს აქვეყნებს – კადრებში შორენა ონიანი დაბადების დღის აღსანიშნავ ტორტზე სანთლებს აქრობს. გიგა ცხელიშვილი ასევე აქვეყნებს კადრებს, რომელშიც მას მეუღლე დაბადების დღეს ულოცავს. აღნიშნულ კადრებს გიგა ცხელიშვილი ემოციურ ტექსტს ურთავს:

„ყველა ტკბილი ემოცია, ყველა ლამაზი კადრი მოგონებად გადაგვექცა, თავზე დაგვემხო ყველაფერი“ – წერს შორენა ონიანის მეუღლე.

„ჩვენ ყველაზე ბედნიერები ვიყავით, ერთმანეთით ვტკბებოდით და გვიხაროდა ცხოვრება.. ჩემი ნება რომ იყოს, მის მაგივრად ყოველ წამს დაუფიქრებლად დავდგებოდი“ – შორენა ონიანის მეუღლის ემოციური პოსტი

„ყოველი ეს მოკლე კადრი ასახავდა მომენტს რა მომიტანე..ეს ტკივილი უძლიერესია და გული ვერ იტევს“ – შორენა ონიანის ქმარი გვიზიარებს მეუღლის ვიდეოებს, რომლებიც გოგონამ ორსულობის პერიოდში გადაიღო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g