LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ყველაფერი აქ დაიწყო…როგორც მოდელი მილანში ისე ჩამოვედი, მერე გავიცანი კახა, შევხვდით..ეს არის ის სახლი, სადაც ვცხოვრობდით“ – ანუკი არეშიძის და კახა კალაძის გაცნობის ისტორია და ადგილები მილანში, რომლებიც უნდა ნახოთ: დიზაინერი ქალაქს გვათვალიერებინებს

336
ანუკი

ანუკი არეშიძემ თავის გამომწერებს მორიგი საინტერესო ვიდეო შესთავაზა.

ანუკიმ საკუთარ „იუთუბ არხზე“ ამჯერად მილანის შესახებ ისაუბრა და პარალელურად ქალაქი დაგვათვალიერებინა.

როგორც დიზაინერმა აღნიშნა, მასსა და კახა კალაძეს შორის ყველაფერი სწორედ მილანში დაიწყო.

ამასთან, მოდელმა მილანში მისთვის ფავორიტი ადგილებიც გვიჩვენა.

„2008 წელს ჩამოვედი მილანში. ვფიქრობდი, ღმერთო ნეტა მალე გავიდეს ეს 3 თვე და თბილისში დავბრუნდე-მეთქი, ისეთი ნაცრისფერი იყო, ცოტა დეპრესიული სურათი დავხატე იმ მომენტისთვის ჩემთვის. როგორც მოდელი ისე ჩამოვედი, მერე გავიცანი კახა, შევხვდით და ასე ნელ-ნელა…პირველი 1 თვე, შეიძლება თვე-ნახევარიც იყო ჩვეულებრივი მეგობრული მოკითხვა, როგორ ხარ, რას შვრები, რამე ხომ არ გჭირდება…

მერე ვიგრძენი, რომ მისთვის მხოლოდ ყურადღებამისაქცევი ადამიანი, აქ ვარ და რამე რომ დაჭირდეს მხოლოდ, არ ვიყავი.

პირველი წელიწად-ნახევარი თუ ორი წელი აქ ვცხოვრობდით…ყველაფერი აქ დაიწყო…“-ამბობს ანუკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g