LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ყველაფერი მაგისთვის მინდოდა, მეგონა რომ ჩემი მეგობარი იყო და გული მწყდება…“ – ციცინო შურღაია ია ფარულავაზე

2755
2026-01-12_23-20-29_005191

გიორგი ნაზღაიძისა და თამაზას გადაცემაში „სარკასტიკა“ ცნობილი პლასტიკური ქირურგი ციცინო შურღაია ია ფარულავაზე საუბრობს და ამბობს, რომ გული სწყდება.

„ყველაფერი, რაც ჩემზე ისაუბრა, იყო ამაზრზენი ტყუილი. ყველაფერი მაგისთვის მინდოდა. მე მეგონა რომ ჩემი მეგობარი იყო და გული მწყდება. ბავშვობიდან მე მაქვს აუტოფობია, მეშინია მარტოობის.

ყველამ ვისაც პატივი ვეცი, ერთი ადგილი მაჩვენეს. ეს არის ჩემი ბედი, ყველა ასე მექცევა. ჩვენი შერიგება გამორიცხულია“, – ამბობს ციცინო შურღაია.

შეგახსენებთ, რომ ია ფარულავასა და ციცინო შურღაიას შორის, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში მეგობრები იყვნენ, კონფლიქტი გარკვეული პერიოდის წინ დაიწყო და მან ინტერნეტსივრცეში გადაინაცვლა. ბინასთან დაკავშირებით, რომელიც ციცინო შურღაიამ მსახიობისგან შეიძინა, გაურკვევლობა შეიქმნა და გარდა ამისა, ყოფილ მეგობრებს შორის, როგორც მათივე სტატუსებიდან ჩანს, რომლებიც საჯაროდ გამოაქვეყნეს, დაპირისპირება თანხის გამო დაიწყო.

„ელიტა მილოცავს, კიდევ კარგი, საერთოდ ქუჩაში არ დარჩი და ყველაფერი არ წაგართვაო“ – რას ჰყვება ციცინო შურღაია ია ფარულავაზე

„მოღალატე ქალის ბინაში რა გინდა? კაცი არ ხარ?“ – ციცინო შურღაია ტარიელ სუარს

ვიდეო: „მოხდა ის, რაც მოხდა და ჩვენი გზები გაიყო“ – რას ჰყვება ია ფარულავა ციცინო შურღაიაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g