LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ყველაფერი უნდა გამევლო, რომ მივმხვდარიყავი – თურმე, სახლში ყოფნას არაფერი სჯობს.. ტრაილერზე ერთად ვმუშაობდით“ – როგორია სოსო და კოტიკო თოლორაიების ამერიკული ცხოვრება

452
სოსო თოლორაია

საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ძმები – სოსო და კოტიკო თოლორაიები უკვე მრავალი წელია ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობენ.

ქართველი მაყრებელი მრავალი წელი სოსოს, როგორც ტელეწამყვანს, მსახიობსა და მომღერალს, კოტიკოს კი როგორც ტელეწამყვანს ისე იცნობდა, თუმცა ძმებს, სამშობლოს დატოვების შემდეგ, საკუთარ პროფესიასთან განშორებაც და სხვა საქმიანობის შეთავსებაც მოუხდათ.

მერიკო კარტოზიას გადაცემა – „ერთი ამბავი მერიკოსთან“ ძმებ თოლორაიებს აშშ-ში ესტუმრა და გადაცემის მორიგ ეპიზოდში მათს ამერიკულ ცხოვრებაზე მოგვიყვება, მანამდე კი, როგორც გადაცემის ანონსიდან ირკვევა, ძმებს ქართველი მაყურებლისთვის ბევრი თავგადასავალი აქვთ მოსაყოლი.

„ყველაფერი უნდა გამევლო, რომ მივმხვდარიყავი – თურმე, სახლში ყოფნას არაფერი არ სჯობს“, – აღნიშნავს სოსო თოლორაია.

„ამერიკა, პირველ რიგში, ძალიან ახლოს გაცნობს შენს თავს და გარშემომოყოფებს.. ტრაილერზე ერთად ვმუშაობდით, ხან გზა გვეშლებოდა, ხან ვიღაცის ეზოში შევიდოდით ხოლმე.

5 წელი ვიცოდი, რომ ღამე ვერ ხედავდა, რომ შებნელდებოდა, ვეუბნებოდი, გადმოდი-მეთქი [საჭიდან], გადმოდიოდა და იძინებდა. [შემდეგ აღმოვაჩინე] ღამე ფანტასტიკურად ხედავს – არწივთვალა შევარქვი“, – ჰყვება კოტიკო თოლორაია.

‼🇬🇪 ანონსი 24/03/2024 სოსო და კოტიკო თოლორაიების ამერიკული ცხოვრება

‼😮 რას საქმიანობენ ყველასთვის საყვარელი სოსო და კოტიკო თოლორაიები ამერიკაში 👉 ნახეთ კვირას, 24 მარტს 17:45-ზე, პოსტვ-ზე გადაცემის ავტორი: Meriko Kartozia

Posted by ერთი ამბავი მერიკოსთან • Erti ambavi Merikostan on ხუთშაბათი, 21 მარტი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები