LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ყველას, ვინც გერმანიაში სასტუმროს ვერ იშოვის, ჩემთან, სახლში ვეპატიჟები“ – ბუდუ ზივზივაძე

373
ბუდუ ზივზივაძე

26 მარტს, „დინამო არენაზე“ მოპოვებული ისტორიული გამარჯვების შემდეგ, ახლა ქართული ფეხბურთის ქომაგების მთელი ყურადღება მიმართულია გერმანიისკენ, სადაც სტარტს აიღებს ევროპის ჩემპიონატი და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სამ მატჩს გამართავს.

საქართველოს ნაკრები 18 ივნისს თურქერთს დაუპირისპირდება, 22 ივნისს ჩეხეთის ნაკრებს, 26 ივნისს კი პორტუგალიის ნაკრებს.

ისტორიული გამარჯვების შემდეგ, რესპუბლიკის მოედანზე, სადაც მოქალაქეები ზეიმობდნენ, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ თქვა:

„ყველას, ვინც გერმანიაში სასტუმროს ვერ იშოვის, ჩემთან, სახლში ვეპატიჟები“.

magti 5g