ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში ემოციურ ამბავს გვიზიარებს.
მომღერალი წერს, რომ ირლანდიაში კონცერტზე შემოსული თანხით პატარა დათუნას დაეხმარნენ და დღეს ის გამოჯანმრთელდა.
„ყველაზე ბედნიერი რატო ვარ დღეს იცით? პატარა დათუნას ვისაც ჩემს ირლანდიაში კონცერტზე შემოსული თანხით დავეხმარეთ, გაიმარჯვა! კარგადაა! გამოჯანმრთელდა! ვტირი!.
ღმერთო შემაძლებინე რომ ყველას დავეხმარო! მე მეტი არაფერი მინდა ამ წუთისოფელში, ჩემთვის არაფერს გთხოვ! ამაზე დიდი სიხარული რაღა უნდა იყოს! მადლობა ოთო ლევერაშვილს და მაკას! ჩვენ ეს შევძელით! მიყვარხართ! დათუნა გაიზარდე სასახელო ბიჭი!“, – წერს ნინი შერმადინი.