LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ყველაზე კაშკაშა და ნამდვილი!“ – თიკა ფაცაციას შთამბეჭდავი კადრები ფოტოსესიიდან

134
თიკა ფაცაცია

მოდელი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია საკუთარ ინსტაგრამ-გამომწერებს შთამბეჭდავი ფოტოებითა და ვიდეოებით ხშირად ანებივრებს.

ვიდეო: „ძალიან ლამაზი“ – თიკა ფაცაცია „ნიჭიერის“ კულისებიდან კადრებს გვიზიარებს

ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს უახლეს, მხიარულ ვიდეოს, რომელიც ერთ-ერთი ფოტოსესიის დროს არის გადაღებული.

თიკა ფაცაცია კადრებში ულამაზეს, ბრჭყვიალა კომბინეზონში პოზირებს.

„ფოტოსესია ვიდეოს სახით. არადა, არ მიყვარს ფოტოსესიები“ – წერს ვიდეოს აღწერაში ტელეწამყვანი.

„საოცრება ხარ“, „შეუდარებელი და განუმეორებელი თიკა“, „ყველაზე კაშკაშა და ნამდვილი“ – წერენ ვიდეოს კომენტარების ველში სოციალური ქსელის მომხმარებლები.

ფოტო: „ყველაზე ლამაზი და კეთილშობილი…“ – თიკა ფაცაციას ვოიაჟი დუბაიში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g